გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სომხეთთან ბრძოლაში აზერბაიჯანელი გენერალი დაიღუპა

14-07-2020

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან ბრძოლებში გენერალი ფოლად ჰაშიმოვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„ორი დღის განმავლობაში, მან მტერს დამანგრეველი დარტყმა მიაყენა. მოკლულია მტრის ასამდე სამხედრო, და განადგურებულია დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა. აზერბაიჯანის არმიის გენერალ-მაიორი პოლად ჰაშიმოვი დილით ბრძოლაში გმირულად დაიღუპა“,- განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ქერემ ველიევმა.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება 12 ივლისს, თოვუზის რეგიონში გამწვავდა. სამხედრო შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. ორივე მხარეს არიან დაღუპულები.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031