გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როსპოტრებნადზორი: რუსეთის ყოველმა მეოთხე მაცხოვრებელმა კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი შეიძინა

15-07-2020

„ყოველ მეოთხე რუსს კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვს",- ამის შესახებ როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მასშტაბით, კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი მოსახლეობის 26%-მა შეიძინა.

როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა რეგიონებსა და დასახლებებში, რიცხვები შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგალითად, დიდ ქალაქებში, „ეპიდემიური პროცესის მახასიათებლების“ გამო, იმუნიტეტი მოქალაქეთა უფრო მეტ ნაწილს განუვითარდა.

პოპოვას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვნებში ინფიცირების რისკი შედარებით დაბალია, ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში ანტისხეულების არსებობის მაქსიმალური მაჩვენებელი 42%-ს აღწევს, ხოლო 7-დან 13 წლამდე ასაკამდე, 38%-ია.

რუსეთში კოვიდინფიცირების 746 369 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 11 770 ადამიანი.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930