გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ჩემი ორგანოები გადაეცეს სხვა ადამიანებს!“ – ანიტა ფაცაციას დედა დონორი გახდა

16-07-2020

ანიტა ფაცაციას დედამ, მარიკო სადრაძემ გადაწყვიტა, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში საკუთარი ორგანოები სხვას გადასცეს.

მარიკო თანახმაა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოები დაუთმოს მას, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

როგორც ექიმი ამბობს, ერთ დონორს 10 ადამიანის გადარჩენა შეუძლია.

 

ამ გადაწყვეტილების შესახებ, ანიტას დედა დეტალურად ხვალ „იმედის დილაში“ ისაუბრებს.

 

შეგახსენებთ, რომ ორი წლის ქართველი გოგონა საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. მას გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა.

 

ბოლოს ის ინდოეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო, ანიტა 30 იანვარს გარდაიცვალა.

პრაიმტაიმი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031