გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს დიდი ხუთშაბათია

4-04-2018

მართლმადიდებლური სამყარო დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს.

დიდი ხუთშაბათი ვნების კვირის ხუთშაბათია.
ეს დღე ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა (ვახშმობა) გაუმართა 12 მოციქულს.
ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია: „მოძღვარმა ჯერ მათ სათითაოდ დაბანა ფეხი, შემდეგ თქვა: ერთი თქვენგანი გამცემსო. ყველა შეძრწუნდა და იკითხა: „ნუთუ მე ვარო“. „სწორედ შენ“, უთხრა ქრისტემ იუდას და ჩასჩურჩულა: „რომელ გეგულვების საქმედ, ჰყავ ადრე“. ბოროტი იუდა ადგა, მღვდელმთავრებთან გაეშურა, ქრისტემ კი პური გაუტეხა მოციქულებს, მიაწოდა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის გატეხილი“, შემდეგ ღვინო დაუსხა: „ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31