გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყანაში წამლებზე ფასების დაწევის საშუალებას იძლევა

25-07-2020

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყანაში წამლებზე ფასების დაწევის საშუალებას იძლევა.

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ცვლილებების მეშვეობით წამლების შესყიდვისას შუამავლების მოშორება გახდება შესაძლებელი.

„შუამავლები დიდ ფულს შოულობენ. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამა Medicare-ის პაციენტებს უბრალოდ ატყუებენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად აშშ-ში წამლებზე ფასები 50%-ით მეტია, ვიდრე იგივე წამლებზე საზღვარგარეთ.

„სამშაბათს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შევხვდები და თუ შეთანხმება მიღწეული არ იქნება, კიდევ ერთ განკარგულებას გამოვცემ, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ Medicare-ი საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე დაბალ შესასყიდ ფასს გადაიხდის“, - დასძინა მან.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930