გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბუკიას ბაღში საახალწლო კონცერტი გაიმართა

26-12-2017

საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ბუკიას ბაღში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად დაესწრო. 

„საბურთალოზე, ბუკიას ბაღში ცნობილი მომღერლების მონაწილეობით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ასევე, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და სკოლის მოსწავლეებმა. ჩვენ პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცე შევქმენით. გარემოც და განწყობაც სადღესასწაულოა და მინდა საბურთალოელებს დამდეგი შობა-ახალიწელიმივულოცო“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

კონცერტში მონაწილეობა ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“, ნინი ბადურაშვილმა და სალომე ბაკურაძემ მიიღეს. დღის განმავლობაში, საკონცერტო ნომრები საბურთალოს რაიონის საბავშვო ბაღებისა და სკოლების აღსაზრდელებმა და სხვადასხვა კერძო სტუდიების მოსწავლეებმა შეასრულეს. 

პატარებისთვის მოეწყო სპორტული სივრცე. ბავშვების გართობაზე კი, ანიმატორები, ზღაპრისგმირები, თოვლის ბაბუა და ფიფქია ზრუნავდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031