გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

30-07-2020

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 42 წლის ლევან გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურიდან არის.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის საქართველოდან რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა და კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.

ოჯახის წევრები მომხდარზე არ საუბრობენ. მეზობლებისთვის კი მკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა, ამბობენ, რომ მამაკაცი მისმა ნაცნობმა ქართველმა მოკლა, რომელიც ბრალს აღიარებს.

მათივე ინფორმაციით, გრემელაშვილი ცივი იარაღით არის მოკლული. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მანამდე კი საკუთარი მკვლელის ვინაობა დაასახელა.

გადმოსვენების საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930