გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
“მინდა იცოდეთ რა ხდება რესპუბლიკურ საავადმყოფოში…”

6-08-2020

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლანა რამაზაშვილი, “სასოწარკვეთილი მომხმარებლების” ჯგუფში, წერს:


“მაღალი სიცხის გამო, სასწრაფომ გადმომიყვანა რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში, სადაც გამიკეთდა ტესტი covid19-ზე და ასევე სხვა გამოკვლევები.


მინდა იცოდეთ, აქ არის ანტისანიტარია, უპასუხისმეგებლო და უყურადღებო სამედიცინო პერსონალი.


სულ 2 მედდა ზის დერეფანში, რომლებიც არაფერს აკეთებენ და არ გაქცევენ ყურადღებას. ღამის საათებში ცუდად გავხდი და გავედი დერეფანში, სადაც არავინ დამხვდა და ცხელების ცენტრიდან გასასვლელი კარები ჩაკეტილი იყო, პალატაში არც სპეციალური ღილაკი იყო, რომლის საშუალებით უნდა გამომეძახა სამედიცინო პერსონალი.


ელემენტალური სანტავიკიც არ აქვთ, რომ სისხლის აღების შემდეგ ხელზე დამიკრან, არც სპეციალური ქამარი/ჟგუტი, მკლავი მომიჭირა რეზინის ხელთათმანით, თანაც ისე, რომ დამილურჯდა.


დანარჩენი პალატების კარები ღიაა, სადაც გაურკვეველი დიაგნოზის პაციენტები ინყოფებიან და ახველებენ და აცემინებენ. გარდა ამისა, ოთახში უამრავი მწერი დაფრინავს, და მშვიდად ძილი შეუძლებელია.


არ აქვთ დამცავი ბადეები და ფანჯარაც არ იკეტება. ვაცნობე პერსონალს, თუმცა პასუხად მივიღე “ყველა პალატაში ასეთი მფგომარეობაა”.

ექიმს ვკითხე თუ რამდენ ხანში იქნებოდა ჩემი პასუხი და არ ვიციო, მსგავსი კითხვების დასმით, აღარ შემაწუხოო…

ცოტახნის წინ გავიგე, რომ თურმე მეორე ღამის გატარებაც მიწევს ამ ჯოჯოხეთში.”



alia.ge

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31