გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პენიტენციური სამსახური "მთავარ არხს" სიცრუეში ადანაშაულებს

17-08-2020

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელევს და ტელეკომპანია "მთავარ არხს" მორიგი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს:

"სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს 2020 წლის 16 აგვისტოს ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა მთავარი აქცენტების წამყვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გუშინ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" ექსტრადიცია განხორციელდა. ეს არის მორიგი სიცრუე, რასაც ზემოთხსენებული სატელევიზიო არხი ავრცელებს იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს"-აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31