გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად აგებს პასუხს!

18-08-2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ფბ-ზე პოსტს აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამს ეხმაურება.

„სააკაშვილი მერამდენედ ამტკიცებს, რომ სრულიად დეგრადირებული პიროვნებაა: გენდერული თავდასხმის მიღმა რამხელა სიძულვილი და ბოღმა ამოძრავებს ამ ადამიანს ჩანს ყველგან და ყველაფერში. სიტყვა "მახინჯის" მნიშვნელობა რომ იცოდეს მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ ერს და ქვეყანას ბოდიშს მოუხდიდა იმ მართლაც მახინჯი და კრიმინალური მმართველობისთვის, რითაც 9 წლის განმავლობაში თავი დაამახსოვრა სრულიად საქართველოს.

მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ აცდება ვერავინ და მიხეილ სააკაშვილიც აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე!!!“,-წერს დავით მათიკაშვილი ფბ-ის საკუთარ გვერდზე.​

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930