გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი: ოპოზიციის ქმედება არასერიოზულია

19-08-2020

„ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია საუბრობდეს თუ როგორ აპირებს საზოგადოებაში არსებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტას და წინასაარჩევნო პროგრამებით ესაუბრებოდეს მოსახლეობას, ჩვენ ვხედავთ, რომ აქცენტების გადატანა ხდება რაღაც დეკლარაციებზე, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის არასერიოზული“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ორი სახის დეკლარაციის გაფორმების შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან კოალიციის შექმნაზე საუბარიც კომიკურია, გამომდინარე იქედან, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია.

„ჩვენ არ ვფიქრობთ კვალიფიციურ გაერთიანებებზე იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ საზოგადოების მხარდაჭერით „ქართული ოცნება“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031