გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკუთარი მამის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

11-04-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული მ.ჯ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ სცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 იანვარს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ.ჯ. მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ხოლო მამამისს სახეში ხელი დაარტყა, რითაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა მ.ჯ. 2018 წლის 1 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ჯ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.



ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930