გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
წერეთლის გამზირზე სატვირთოდან ასობით ზეთის ბოთლი გადმოცვივდა

11-04-2018

თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე სატვირთო ავტომობილიდან რამდენიმე ასეული ზეთის ბოთლი გადმოცვივდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

როგორც თვითმხილველი, ანი კაციტაძე On.ge-ს უყვება, სატვირთო მანქანა მოსახვევში სწრაფად შევიდა.

"ზეთის ყუთები კარგად არ ჰქონდა დაწყობილი და მოსახვევში 76 000 ბოთლი გადმოგვაყარა თავზე. მანქანა დაგვიზიანდა. დაკაწრულია, დაჭხაპნილია და სახურავზე მიიჭეჭყა ცოტა. ახლა სადაზღვევოს ველოდებით", - უთხრა On.ge-ს ანი კაციტაძემ.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ სატვირთოს შეჯახების შესახებ შეტყობინება შესული არ არის. უწყებაში დეტალებს არკვევენ.

on.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930