გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონელმა აბიტურიენტებმა გამოცდებზე უმათლესი შეფასება დაიმსახურეს

27-08-2020

ონელმა აბიტურიენტებმა გამოცდებზე უმათლესი შეფასება დაიმსახურეს - ინფორმაციას ამის სესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს:

"სასიხარულო ინფორმაცია!
ეროვნული გამოცდები ჩვენმა აბიტურიენტებმა წარმატებით დაასრულეს.

ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნინი მეტრეველი, ანი გამყრელიძე და მირიან ბურილაძე 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულებით შეფასდნენ.

ნინი მეტრეველი და ანი გამყრელიძე (უცხო ენა) ინგლისური ენა და ლიტერატურა უმაღლესი შეფასება – 80 დან 80 ქულა.

მირიან ბურდილაძემ კი ისტორიაში 60-დან 58 ქულა მიიღო.

ვულოცავთ უნიჭიერეს ახალგაზრდებს საგამოცდო მღელვარების დასრულებას!

წარმატებებს ვუსურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე"-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31