გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოჩა ენუქიძე კურორტ ლაშიჭალაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

9-09-2020

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის კურორტ ლაშიჭალაში იმყოფება და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა, სადაც უხვი ნალექის გამო საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

,,სტიქიის ზონაში მყოფ ყველა ადამიანს შესაბამისი დახმარება უკვე გაეწიათ და ვრჩებით უწყვეტ კომუნიკაციაში მათთან. ამ ეტაპისთვის, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ველით ინფრასტრუქტურის სრულად აღდგენას.“-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ცაგერის მუნიციპალიტეტში, გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31