გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ დააკავა პირები, რომლებმაც "სტრატეგია აღმაშენებელი"-ს აქტივისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს

9-09-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-8 სამმართველოს თანამშრომლებმა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ორი პირი: 1987 წელს დაბადებული გ.ხ. და 1976 წელს დაბადებული პ.ს. დააკავეს.

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ - გ.ხ.-მ და პ.ს.-მ პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031