გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ

10-09-2020

თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ხანდაზმულებს, რამეთუ ისინი მაღალი რისკის ზონაში არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად.

„მიუხედავად იმისა, რომ იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით ბოლო თვეების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930