გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაერთიანებული სამეფო ქართულ კომპანიებს დამატებით შესაძლებობებს სთავაზობს

10-09-2020

გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტმა საქართველოს 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაუზარდა საექსპორტო დაფინანსება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვენდი მორტონმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. „ეს დამატებითი დახმარება ქართულ კომპანიებს ახალი პროექტების განხორციელებაში დაეხმარება და მათ ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს შეუქმნის“ - წერს ვენდი მორტონი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტს ტვიტერის გვერდზე მადლობა გადაუხადა. მისი თქმით ეს დახმარება საქართველოში ეკონომიკური შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას ემსახურება. „ უაღრესად ვაფასებ გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტის ძალისხმევას დაეხმაროს ქართულ კომპანიებს წარმატების მიღწევასა და თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზებაში“ - წერს დავით ზალკალიანი.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031