გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში მესაზღვრეს კორონავირუსი დაუდასტურდა

13-09-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

თანამშრომლის ტესტის პასუხები 12 სექტემბერს გახდა ცნობილი. მესაზღვრე ბათუმიდან 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა, კუთვნილი შვებულებით სარგებლობის გამო, არ გამოცხადებულა სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031