გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობის გაცემა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი

13-09-2020

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობის გაცემა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ ინფორმაცისა სამოქალაქო რეესტრის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სერვისის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. მომხმარებელი მომსახურების სივრცეში მხოლოდ პირბადით, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, ბაშვებისა და თანმხლები პირების გარეშე დაიშვება.

მხოლოდ იმ შემთხვევეში, როცა პირის გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობა უწყების მიერ ერთხელ უკვე გაცემულია და მისი მიღება მომხმარებელს განმეორებით სურს, აუცილებელია ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა პორტალზე my.gov.ge.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031