გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფიო ქაცარავა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

13-04-2018

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეტ რუდს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ქვეყნებს შორის ურთიერთობის დინამიკას, რაც მრავალი მიმართულებით გამოიხატება.

სოფიო ქაცარავამ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა შეხვედრაზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დაგეგმილი სტრატეგიული კომუნიკაციის კონფერენციის შესახებ ისაუბრეს, რომელიც უფრო მეტად კოორდინირებული ფორმატის შექმნისკენაა მიმართული და რომელსაც აშშ-ს საელჩოსა და USAID-ის სრული მხარდაჭერა აქვს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031