გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟეებმა არადეკლარირებული სიგარეტი და სხვადასხვა დასახელების საქონელი აღმოაჩინეს

17-09-2020

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი", არადეკლარირებული მედიკამენტების, სიგარეტისა და სხვადასხვა დასახელების საქონლის, ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 34 დასახელების მედიკამენტი,ჯამში 24,600 ღერიუაქციზო სიგარეტი და 1163 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ სომხეთის მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი (1000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი) და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო საქართველოს მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031