გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა

27-09-2020

დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. 1993 წელს, ზუსტად 27 სექტემბერს გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა.

ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელსაც ზურგს ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები და რუსული არმია უმაგრებდნენ, 13 თვეზე მეტხანს გაგრძელდა.

ომში ქართულ მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილად იქცა 250 000-ზე მეტი ქართველი.

27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა სეპარატისტებმა დახვრიტეს. მას სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.

ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031