გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23,3 პროცენტით გაიზარდა

19-04-2018

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 823.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 23.3 პროცენტით მეტია.


საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 740.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 083.4 მლნ. აშშ დოლარს (21.6 პროცენტით მეტი).


საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მარტში 1 343.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.6 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 554.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930