გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რესტორან „მაჭახელაში" ხანძარი გაჩნდა

20-04-2018

მეიდნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რესტორან „მაჭახელაში“ ხანძარი გაჩნდა. 
ცეცხლი, სავარაუდოდ, სახურავს მოედო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
„სასხვენო გადახურვა იწვოდა დაახლოებით 150 კვ.მ -ზე, რასაც გამოიყენებდნენ სასაწყობედ. ადგილზე მობილიზებული იყო დაახლოებით 14 ავტოცისტერნა, 2 სამაშველო, ორი ავტო კიბე, აქედან 60-მდე მეხანძრე-მაშველი. სავარაუდო გამომწვევ მიზეზებზე ვერ ვისაუბრებთ იქიდან გამომდინარე, რომ მაგას გამოძიება დაადგენს და ექსპერტიზა,“-განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ანდრე ქუჯაიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031