გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში გამწვანების აქცია გაიმართა

27-11-2020

კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა. ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ წლებია თანამშრომლობს კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან და მარადმწვანე და ფოთლოვანი ნერგებით ამარაგებს.

ამჯერად „ორქისელებმა“ კასპელებს კავკასიური ფიჭვის და ნუშის ნერგები ჩაუტანეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, საჯარო სკოლებსა და მზეუმებს გადაეცათ.

დარგვის აქციაში კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე მონაწილეობდნენ.

ვახტანგ მაისურაძემ ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“ს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930