გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის სოფელ რატევანში 5 ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

29-12-2020

სოფელ რატევანში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 5 ქუჩაზე, 1943 გრძივი მეტრის მოცულობის ასფალტის საფარი დაიგო, პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სანიაღვრეებიც.

შიდა გზების მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

სამუშაოები "რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდისა" და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, მისმა ღირებულებამ 1 000 000 ლარი შეადგინა.

„წლების განმავლობაში სოფელ რატევნის მოსახლეობა შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვდა. წელს ჩვენ ამ მიმართულებით 5 ქუჩაზე განვახორციელეთ სამუშაოები, რისთვისაც ჯამში მილიონი ლარი დავხარჯეთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენს სოფლებში კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა და ამ პროცესში გზების მოწესრიგება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. რატევანში შიდა გზების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031