გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაშინგტონში ქართული ფილმის, „მონანიების“ ჩვენება გაიმართა

23-04-2018

აშშ-ში, ჯონს ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა.


სტუმრებმა იხილეს თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“, რომელიც 1987 წელს კანის ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა. აგრეთვე, დამსწრე აუდიტორიას გააცნეს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია.


ქართული ფილმის სერიები ვაშინგტონში საქართველოს საელჩოსა და ქართული ეროვნული კინო ცენტრის ერთობლივი პროექტია. პროექტის ფარგლებში, საელჩო ყოველთვიურად აწყობს ქართული კლასიკური და თანამედროვე ფილმების ჩვენებას, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ღონისძიების ფარგლებში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31