გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარდაბანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

12-01-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაბანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ, ორი მოქალაქე, ნავითა და ელექტროშოკური აპარატით თევზაობდა. სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 2,5 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქეებს უკანონოდ მოპოვებული თევზი, ნავი და შოკური აპარატი ჩამოართვეს და დალუქეს.

"ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა, დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით უწყებაში მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები. იგეგმება არსებული რეგულაციების გამკაცრებაც, რაც უკანონო თევზჭერის აღკვეთას უზრუნველყოფს" - აცხადებენ უწყებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930