გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 143 მსჯავრდებულისთვის ჩატარებული PCR ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია

13-01-2021

ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში ამჯერად ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს PCR ტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს და პატიმრებს და მათ ოჯახებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ" - აცხადებენ უწყებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930