გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაჭაში რთველი დაიწყო

14-10-2026

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი.

 

მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი  3 ათასი ტონის ფარგლებშია.

 

პირველ ეტაპზე ყურძნის ჩაბარების პუნქტები რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე თემებში  გაიხსნება. რიგების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, მოსავლის აღება და ჩაბარება ორგანიზებულად, შტაბთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად განხორციელდეს.

 

რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს “ხვანჭკარას” მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

 

ადგილწარმოშობის ღვინოების - „ხვანჭკარა“ და „რაჭა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.


რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.


რთველი აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონშიც სადაც 14 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 273 ათასამდე ტონა ყურძენი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031