გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

18-01-2021

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

კერძოდ, რისკების მონაცემთა ბაზების საფუძველზე, თურქეთიდან ექსპორტირებული ერთ-ერთი შპს-ის დეკლარირებული საქონელი დეტალურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის, კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ, საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 10149.04 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი (საერთო წონით, 500 კილოგრამი) გამოვლინდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, შპს-ს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10149.04 ლარი შეეფარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031