გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
დახვრეტის წინ ცრემლი ჩამოუგორდა და მაიორ ხიჟნიაკს ხელზე დაეცა - ლავრენტი ბერიას უკანასკნელი წუთები

20-01-2021

მაიორი ხიჟნიაკი, რომელიც საბჭოთა კავშირის უძლიერესი დაზვერვის შემქნელის, ლავრენტი ბერიას დაპატიმრების შემდეგ მის საკანს დარაჯობდა, გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეც" - თან ინტერვიუში, საბჭოთა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის ბოლო წუთებს იხსენებს.


"დახვრეტას ესწრებოდნენ შვერნიკი, მიხაილოვი და კიდევ რამდენიმე ამხანაგი. დახვრეტის განაჩენი კი გენერალ ბატიცკის უნდა აღესრულებინა" - იხსენებს მაიონი ხიჟნიაკი.


მაიორი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ლავრენტი ბერია დახვრეტის წინ სპეციალურ ფარზე ხელებით მიაბა. მისივე თქმით, მან დააპირა ბერიასთვის თვალებიც აეხვია, თუმცა გენერალმა  არ დაანება.


- დაე, თვალხილული მოკვდეს, უთხრა მას ბატიცკიმ.


ხიჟნიაკმა პირსახოცი მოხსნა. ამ დროს ბერიას თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა და მაიორს ხელზე დაეცა. ხიჟნიაკს უნებლიედ გული შეეკუმშა, შეეცოდა სასიკვდილოდ განწირული კაცი.


- აბა, წარმოთქვა ბატიცკიმ, - დროა!


ხიჟნიაკმა და სხვებმა უკან დაიხიეს. გენერალმა ბატიცკიმ რევოლვერი შემართა. გაისმა გასროლა. ბერიამ ამოიკვნესა და ფარზე ჩამოეკიდა.


- ბერიას სხეული ბრეზენტში გაახვიეს, ისხენებს ხიჟნიაკი, - ამ დროს გული წამივიდა. გონზე მოსულს კი გენერალი ბატიცკი ტრადიციული რუსული გინებით გაუმასპინძლდა.




წყარო: "მოსკოვსკი კომსომოლეცი"; "კვირის პალიტრა"

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31