გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების გათვალისწინებით ვიწყებთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას

28-01-2021

მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს მთავრობა დაიწყებს აქტიურ მსჯელობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე, რაც სამთავრობო პროგრამაშიც არის ჩადებული და რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების, 2021-2024 წლების განმავლობაში.

„ეს, განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და ჩვენ, ამ ნაბიჯს ვიწყებთ, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით. დღეს ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო, ამ კომერციული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ორგანიზაციის და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები, მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, რომლებმაც, შემდგომი წლების განმავლობაში, უნდა განსაზღვრონ ამ ორგანიზაციის ფუნქციონირება.

გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეს არ იქნება ერთი საწარმო, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით, ეს იქნება თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომლებმაც საბოლოოდ, ჩვენი სახელმწიფო საწარმოების მართვა უნდა დააახლოვოს კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31