გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: სანამ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების ამგვარი უგულებელყოფის მოწმენი ვართ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ასამბლეაში

28-01-2021

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში, საქართველოს პოზიცია დააფიქსირა და სიტყვით გამოვიდა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა.

„რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვისას, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე. სასამართლომ მართლზომიერად დააყენა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნორმების დარღვევისათვის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და საქართველოს ტერიტორიების რუსული ოკუპაციის შემდგომ პერიოდში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში“, -განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის 17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ ერთხმად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი პირადი კონტროლის ქვეშ მოქცევა.

„რუსეთმა დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის: წამების აკრძალვა; სიცოცხლის უფლება; გადაადგილების თავისუფლება; და საკუთრების უფლება. ნება მიბოძეთ გკითხოთ - შეიცვალა რამე 2008 წლის შემდეგ?! ასრულებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას?! იკვეთება მისი დამოკიდებულების ან ქცევის ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ?! შეასრულა მან ევროსაბჭოს რეკომენდაციები?! ყველა ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა - არა“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი შეფასებით, 2021 წელსაც იგივე ხდება, რაც 2008 წელს ხდებოდა - ქართველების ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაცია, სიცოცხლის უფლების ჩამორთმევა, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევა საკუთარ ტერიტორიებზე დაბრუნების შესახებ.

ამ ყველაფერს თან ერთვის რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების არ შესრულება და ახალი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ. შესაბამისად, სანამ ევროსაბჭოს ძირითადი პრინციპების: საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების ამგვარი უგულებელყოფის მოწმენი ვართ და ეს ნორმები წარმოადგენს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ასამბლეაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლის დასასრულს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31