გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: 2021 წელი აღდგენის, გაჯანსაღებისა და ზრდის წელი იქნება

29-01-2021

2020 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი პროგნოზით, როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც მთელ მსოფლიოში ხდება, ნეგატიური ზრდაზე გვაქვს საუბარი - ქვეყნის ეკონომიკა წინასწარი პროგნოზით შემცირდება დაახლოებით 6 პროცენტით, რაც საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია, მაგრამ ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამასთან, უნდა ითქვას, რომ სექტემბერში და ოქტომბრის დასაწყისში ჩვენ გვქონდა გარკვეული სერიოზული, მე ვიტყოდი გაჯანსაღება, რომელიც სხვა ქვეყნების ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალი იყო, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ, კერძოდ მეორე ტალღამ და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობამ როგორც ევროკავშირის, ასევე ჩვენი რეგიონის და საქართველოს ეკონომიკას თავისი დაღი დაასვა და საბოლოო ჯამში შედეგი არის იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით და ეს ეპიდემიის ზეგავლენაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის გეგმაზომიერი ნაბიჯები, პრემიერ მინისტრის თაოსნობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის ბოლოს მიღებული იქნა პრევენციული ზომები და წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა, რომელთა ეტაპობრივი შემსუბუქება და გადახედვა ეპიდემიოლოგებთან ერთად დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგის მიხედვითაც ახლა ხდება, იყო აბსოლუტურად ადეკვატური.

„თქვენ თავადაც ხედავთ, რომ ვითარება ეკონომიკაში არცთუ ისე სახარბიელო გვაქვს პანდემიიდან გამომდინარე. თუმცა, საერთაშორისო ტრენდებიდან, საერთაშორისო ექსპერტებისა და საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებიდან გამომდინარე, 2021 წლის გლობალური ეკონომიკა მეტი ოპტიმიზმის შესაძლებლობას იძლევა და გამონაკლისი არც საქართველოა, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი. ეს ყველაფერი ვაქცინაციის მოლოდინის ფონზე უფრო დადებითი გახდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი განმარტებით, ყველანაირი წინაპირობაა, რომ 2021 წელი ზრდისა და ეკონომიკის აღდგენის წელი იყოს.

„ხედავთ, რომ უკვე პირველ გეგმებზე ვსაუბრობთ თუნდაც ტურიზმის ინდუსტრიაში, სხვა მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ უცხოელი ინვესტორების შემოსაყვანად, ადგილობრივი ინვესტორების წასახალისებლად, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. 2021 წელი იქნება აღდგენის, გაჯანსაღების და ზრდის წელი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, საშუალოვადიან პერიოდში მსოფლიო ბანკი, საერთშორისო სავალუტო ფონდი, სხვა მეგობარი საერთშორისო ორგანიზაციები, ყველა თანხმდება პროგნოზში, რომ საქართველო კვლავაც შეინარჩუნებს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ლიდერის პოზიციას 5%-ზე მეტი საშუალო ეკონომიკური ზრდით.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31