გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

29-01-2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ. შეხვედრაში ახალგაზრდების ნაწილი უცხოეთიდან დისტანციურად ჩაერთო.

მთავრობის თავმჯდომარემ სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების და პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მიმდინარე წელს ახალგაზრდების მხარდასაჭერად განხორციელდება.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეებმა იმსჯელეს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული კონფერენციების, ფორუმების და სხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელების გზებსა და შესაძლებლობებზე, ასევე, კვლევებისა და სხვა საინფორმაციო მასალების ონლაინ პლატფორმებზე განთავსებაზე.

შეხვედრები პერმანენტულად იმართება და მასში უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდებიც მონაწილეობენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31