გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: „მოქალაქეებთან" ხელმოწერილ მემორანდუმში წერია ის, რაზეც თანხმობა იყო დიალოგის დროს მაგიდის გარშემო, ამიტომაც ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პარტიებისთვის ხელმოსაწერად

31-01-2021

„მემორანდუმში წერია ის, რაზეც თანხმობა იყო პოლიტიკური დიალოგის დროს პარტიებს შორის მაგიდის გარშემო, ამიტომაც ეს დოკუმენტი ღიაა სხვა პარტიებისთვის ხელმოსაწერად.

სწორედ ამ პირობებზე გვქონდა დაახლოებული ჩვენი პოზიციები მოლაპარაკების წინა რაუნდებზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტია „მოქალაქეებთან" ხელმოწერილ მემორანდუმზე საუბრისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა დღევანდელი განცხადებები, რომ ეს მემორანდუმი არაფერს ნიშნავს, პოლიტიკური უსინდისობაა.

„ეს არის ზუსტად ის პაკეტი რეფორმების, რაზეც მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენ პოზიციები გვქონდა დაახლოებული. შესაბამისად, ენდობით თუ არა იმ პარტიებს, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ ეს კარგი რეფორმებია და დღეს ამბობენ, რომ მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ გადაწყვიტეთ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31