გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის ელჩს უმასპინძლა

9-02-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ]

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო განათლებისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას.

ხაზი გაესვა ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებიც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930