გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

9-02-2021

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ დიპლომატთან საუბრისას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ არსებულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით საქართველო-უკრაინის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ირაკლი ღარიბაშვილმა და იგორ დოლგოვმა ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებზეც იმსჯელეს, მათ შორის ხაზი გაესვა საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობას, სამხედრო განათლების სფეროში, ასევე, დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობის გაგრძელებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930