გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კრიტიკული შეუსაბამობების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

12-02-2021

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა შპს „პრემიერში" (მის: დიღმის მასივი მე-2 კვ, მე-13 კორპ.), სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესსექტორს, დაიცვას სურსათის უვნებლობისადმი არსებული კანონის მოთხოვნები, ხოლო მომხმარებელს - დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს და აცნობოს ცხელ ხაზს - 1501.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930