გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აგლაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების საწყობები იწვის

12-02-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში აგლაძის ქუჩაზე ძლიერი დაკვამკლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.

შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა მოახდინეს. სიტუაციის შეფასების შემდეგ, აგლაძის ქუჩის მიმართულებით გავიდნენ დამატებით სახანძრო-სამაშველო დანაყოფები.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია სამშენებლო მასალების საწყობებზე.

ამ დროისთვის ადგილზე უკვე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

დაშავებულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაცია არ შემოსულა.

აგლაძის ქუჩაზე იმყოფებიან და ქრობის სამუშაოებს ხელმძღვანელობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031