გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

4-03-2021

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს, ფუათ ოქთაისს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მევლუთ ჩავუშოღლუ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ზალკალიანს მიულოცა თანამდრბობაზე დანიშვნა; წარმატებები უსურვა, როგორც მას, ასევე საქართველოს მთავრობას და პრემიერ მინისტრი თურქეთში ვიზიტით მიიწვია.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა მიმართულება და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონე ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქეთს გლობალური პანდემიის დროს საქართველოს დახმარებისთვის. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით.

შეხვედრის დროს, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930