გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ამისთვის ნატოს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ

5-03-2021

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს კარი ღია რჩება, მაგრამ ქვეყნებს მოუწევთ დააკმაყოფილონ ნატოს სტანდარტები და რეფორმებზე იყვნენ ორიენტირებულები.

„ნატოს კარი ღია რჩება. ბუქარესტის სამიტზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ამისთვის, რომ წევრები გახდნენ მათ ნატოს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ. ჩემი გზავნილი ორივე ქვეყნისთვის არის ის, რომ ისინი ორიენტირებული უნდა იყვნენ რეფორმებზე, ინსტიტუტების რეფორმირებასა და მოდერნიზებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე. თუ კი ქვეყანას სურს ნატოს წევრი გახდეს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაშია ეს ნატოს წევებისა და ამ ქვეყნების ადასაწყვეტია და არავისი სხვისი. რუსეთი ვერ უარყოფს სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, რომ შემოგვიერთდეს“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930