გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა

12-03-2021

შეხვედრაზე  ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
მხარეებმა ნადირობის ინდუსტრიის, აკვაკულტურის განვითარების, ასევე, აგრარულ დარგში
საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა ელჩს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობის საკითხს გაუსვა.

ვიქტორია ჰორვატის განცხადებით, საქართველო უნგრეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031