გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო ნებისმიერ დროს და გამოვიდეს ციხიდან, თუნდაც დღეს

12-03-2021

რაც შეეხება ბატონი მელიას პატიმრობას, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ პროკურატურამ გააკეთა ამის თაობაზე ძალიან ნათელი, მკაფიო განმარტება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ბატონ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო ნებისმიერ დროს, ან მის ოჯახის წევრს, მის ოჯახს, ან მის თანაპარტიელებს, თანაგუნდელებს და გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31