გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის" სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს

12-03-2021

„ჩვენი მოთხოვნით, „ნამახვანი ჰესის" ინვესტორ კომპანიასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს"- განაცხადა ნათია თურნავამ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს მთავრობის, ექსპერტების, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე.წ. „რიონის ხეობის დამცველების" წარმომადგენლების მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის" ხელშეკრულებისა და მიწის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა, შეხვედრა ოპონენტებმა ჩაშალეს.

„ამ ბერკეტის მეშვეობით ჩვენ მეტ გარანტიას ვუზრუნველვყობთ, რომ პროექტში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული, ასევე მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული"- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930