გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ვიღაცა ორ კაპიკს იშოვნის და მის შვილებს ვეღარ იცნობ... ბერასაც ვიცნობ, უტასაც და გვანცასაც... ასეთი თავმდაბლები როგორ არიან არ ვიცი - კახი კავსაძე

13-03-2021

კინოსა და თეატრის ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელთან, ბიზნესმენ და ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის ფრაგმენტებს გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" საუბარში იხსენებს.


მსახიობი ინტერვიუში განსაკუთრებულ ყურადღებას ბიძინა ივანიშვილის შვილებსა და მათთან მამის დამოკიდებულებაზე ამახვილებს:


"იცით რა მაკვირვებს? ბიძინამ როგორ აღზარდა თავისი შვილები. მილიარდერის შვილები არიან, წარმოგიდგენიათ? ვიღაცა რაღაცა ორ კაპიკს იშოვნის და მის შვილს უცებ ვეღარც იცნობ კაცო...


მე ბერასაც ვიცნობ, უტასაც და გვანცასაც. არ ვიცი, ასეთი თავმდაბლები რანაირად არიან, როგორ მოახერხეს კაცო?


ერთხელ საკუთარი ყურით მოვუსმინე, ბიძინა უტას სადღეგრძელოს ეუბნებოდა. უტას დაბადების დღე იყო და ასეთი რაღაც უთხრა: უტა, შვილო, შენ ჩემი შვილი ხარ და მე შენი მამა ვარ. როგორც მამას, სულ მინდა, რომ შენით ვიამაყოო. მინდა ყველა შენი საქციელი საამაყო იყოს. როგორც კი მე შემრცხვება შენი საქციელის და არ ვიამაყებ შენით, შენ ჩემი შვილი აღარ იქნებიო. უტა ფეხზე იდგა და ამას უსმენდა" - იხსენებს მსახიობი კახი კავსაძე.

p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31