გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
უცნობი: პირიდან "ნასკებს" ამოგაძრობთ!

15-03-2021

მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) აქტივისტების ერთი ნაწილის მიერ მომღერალ ბერა ივანიშვილის მისამართით დაწყებულ შეურაცხმყოფელ კამპანიას გადაცემაში - "უცნობის კიდობანი" გამოეხმაურა:


"გამოაცხვეს რაღაც ახალი სლოგანი - "შეაგინე ბერას". გესმის სადამდე ვართ მისულები?


მე დიდი ხანია, დაახლოებით 23 წელია ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ჩემთვის ეკა (ეკატერინა ხვედელიძე რედ.) ძალიან ძვირფასი ადამიანია, ჩემი ოჯახის წევრია და თუ ამ სიტუაციას გააგრძელებთ, გეუბნებით, რომ არანაირი ციხეში ჩაჯდომისგან უკან დამხევი არ ვარ, მივუჯდები იმ მელიას და მითხრას, რომელი საქართველოსთვის ბრძოლობს. გეუბნებით მე თქვენ - ამოგაძრობთ "ნასკებს" პირიდან, თუ პირადად ოჯახს შეეხებით...


რომ იცოდეთ ჩემზე უფრო მაგარი ნაწყენი ბიძინა ივანიშვილზე შეიძლება არავინ არ იყოთ. ივანიშვილთან ძალიან მაგარი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ერთ დღეს ეს ურთიერთობა დამთავრდა. დამთავრდა იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანზე ულტიმატუმის ფორმით მითხრა, აირჩიე ან ის ან მეო და მე ის ავირჩიე და იმის მერე ჩვენი ამბავი დამთავრდა.


და მიუხედავად იმისა, რომ 23 წელია ამ ოჯახთან ურთიერთობა არ მქონია, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვინმეს ვაკნინებ ან ვინმეს გაკეთებულ საქმეებს ვაკნინებ. იმიტომ, რომ მე უმადური არა ვარ" - განაცხადა უცნობმა.



https://www.youtube.com/watch?v=IiAhNF9hxw8

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31