გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

18-03-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 3 პირი: 1993 წელს დაბადებული გ.ჭ. 1977 წელს დაბადებული მ.შ. და 1991 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს, ბრალდებულები თურქული კომპანიის კუთვნილი "ნისან ნავარას" მარკის ავტომობილს ქალაქ ზუგდიდიდში ფარულად დაეუფლნენ და სოფელ ახალსოფელში, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადამალეს. სადაც, შემდგომ რეალიზაციის მიზნით ავტომობილი ნაწილებად დაშალეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნაქურდალი ავტომობილი დაშლილ მდგომარეობაში და მისივე ნაწილები.

სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930